LSBTIQ* როგორც თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი
თუ თქვენ იძულებული გახდით დაგეტოვებინათ თქვენი სამშობლო დასაბუთებული შიშის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება თქვენს „რასას, რელიგიას, ეროვნებას, პოლიტიკურ შეხედულებებს ან გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილებას“, თქვენ გაქვთ უფლება, ჟენევის ლტოლვილთა კონვენციის შესაბამისად, მოითხოვოთ თავშესაფარი. ეს ასევე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც საკუთარ სამშობლოში იდევნებიან სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო.
ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ დამტკიცება — იდეალურ შემთხვევაში წერილობითი დოკუმენტების საშუალებით — რომ თქვენს სამშობლოში, თქვენს სიცოცხლეს კონკრეტული საფრთხე ემუქრება. თქვენი პირადი ისტორიის საფუძველზე , მიგრაციისა და ლტოლვილთა სამსახური მიიღებს ინდივიდულურ გადაწყვეტილებას.
თუ თქვენს სამშობლოში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, ან თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლის სამშობლოში დაბრუნებას, ან აუცილებელი სამედიცინო მკურნალობა საქართველოში მიუწვდომელია, თქვენ შეიძლება მიიღოთ სუბსიდიური დაცვა და დროებით დარჩენის უფლება გერმანიაში. ასევე შესაძლებელია დეპორტაციის აკრძალვის მიღება ჰუმანიტარული მიზეზებით, მაგალითად, თუ საქართველოში საჭირო სამედიცინო დახმარება არ არის უზრუნველყოფილი და ეს თქვენს ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
გერმანიის კანონმდებელმა საქართველო შეაფასა როგორც „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა“. გერმანიის კანონმდებლობამ საქართველო როგორც „უსაფრთხო“ შეაფასა . შესაბამისად მოთხოვნა ლტოლვილობაზე შესაძლებელია მარტივად უარყოფილ იქნას როგორც „ცხადად უსაფუძვლო“ . აქედან გამომდინარე განმცხადებელი ლტოლვილობაზე თავდაპირველად როგორც უსაფუძვლო ფასდება, რომელიც შეიძლება უარყოფილ იქნას თუ განმცხადებელს კონკრეტული ლტოლვილობის მიზეზი აქვს. რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად არის შეფასებული, ლტოლვილობა მოიცავს ბევრ შეზღუდვებს , როგორცაა აფსოლიტური მუშაობის აკრძალვა. ასევე დიდ სირთულეებს უკავშირდება სხვა ბინადრობის უფლებაზე გადასვლა , მაგალითად სამუშაოს საფუძველზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ლტოლვილობის პროცესის დროს, დროულად მიიღოთ კონსულტაცია, რომ იცოდეთ თქვენი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
სხვა და სხვა ადმინისტრაციული სასამართლოები (Verwaltungsgericht Berlin und Karlsruhe) როგორიცაა ბელინი და კარლსრუე მიიჩნევენ, რომ საქართველო, გარკვეული მიზეზების გამო არ შეესაბამება უსაფრთხო ქვეყნის კლასიფიკაციას ევროპული სამართლის შესაბამისად. პირველრიგში რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების გამო, ასევე სახიფათო გარემო მთელ ქვეყანაში LSBTQ* პირების მიმართ. განსაკუთრებით კლასიფიკაცია „უსაფრთხო“ მიუღებელია ბოლო დროს საქართველოში მღებული კანონმდებლობებიდან გამომდინარე. თუ თავშესაფრის მოთხოვნა უარყოფილია როგორც „ ცხადად უსაფუძვლო“ აუცილებელია ერთი კვირის ვადაში სასწრაფო სარჩელის შეტანა შესაბამის ადმინისტრაციულ სასამართლოში. ამავდროულად აუცილებელია დროულაი იურიდიული დახმარების მიღება.
თავშესაფრის მოთხოვნა, როგორც წესი, ბოლო ალტერნატივაა, რადგან
ა) პროცედურა ხანგრძლივია,
ბ) გადაწყვეტილებამდე ცხოვრების პირობები რთულია. რთული საყოფაცხოვრებო პირობები პასუხის მიღებამდე
გ) გაურკვევლობა ლტოლვილის სტატუსის მიღების შესახებ.
გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნამდე, მნიშვნელოვანია სხვა შესაძლო მიგრაციული გზების შესწავლა: გაქვთ თუ არა უმაღლესი განათლება ან გერმანიაში აღიარებული პროფესიული კვალიფიკაცია? შესაძლებელია თუ არა სამუშაოს პოვნა და რა პირობებით? თუ თქვენი პარტნიორი უკვე ცხოვრობს გერმანიაში, შესაძლოა გადმოსვლა ოჯახის გაერთიანების გზით. ასევე მიზანშეწონილია გერმანიაში სწავლის დაწყება ან მოხალისეობრივი საქმიანობა (მაგალითად, Au-pair). გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გარეშე შემოსვლაა შესაძლებელი, ბინადრობის ნებართვის მოთხოვნა, როგორც წესი, მხოლოდ შესაბამისი ვიზით შემოსვლის შემთხვევაშია დასაშვები.
პრინციპულად, თავშესაფრის მაძიებელს არ ევალება რაიმე დოკუმენტის ქონა, მათ შორის არც პასპორტის. თუმცა, თქვენი ისტორიის დამადასტურებელი ნებისმიერი მტკიცებულება ზრდის წარმატების შანსს. თუ შეგიძლიათ რეპრესიების დოკუმენტირება — ფოტოები, ვიდეოები, პოლიციაში შეტანილი საჩივრის დამადასტურებელი დოკუმენტები, სამედიცინო ცნობა, ან თუნდაც მოწმეების ჩვენებები — ეს ყველაფერი შეიძლება სასარგებლო იყოს. გაითვალისწინეთ, რომ გერმანულმა ორგანოებმა კარგად იციან, რომ სერტიფიკატების გაყალბება შესაძლებელია, ამიტომ პირადი მოსმენისას ყურადღება უფრო მეტად თქვენი მონათხრობის ლოგიკურობასა და დამაჯერებლობას, ვიდრე დოკუმენტებს ექცევა.
ვინაიდან გერმანელი მოხელეები ხშირად კარგად იცნობენ ვითარებას საქართველოში, მნიშვნელოვანია თქვენი პირადი ისტორიის აღწერა და არა როგორი ცუდი მდგომარეობაა ქვეყანაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად კლასიფიკაციის ფონზე. შესაძლებელია მოხელეებმა პროვოკაციული კითხვები დასვან. წინააღმდეგობები ან ყალბი დოკუმენტები იწვევს მოთხოვნის უარყოფას.
მიზანშეწონილია ყველა ხელმისაწვდომი დოკუმენტის წამოღება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ისინი დაგჭირდებათ სამომავლოდ გერმანიაში ცხოვრებისთვის მაგალითად: დაბადების მოწმობა, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (მათ შორის სკოლის ატესტატი), განქორწინების მოწმობა, სახელის შეცვლის დოკუმენტები (თუ სახელი გაქვთ შეცვლილი) და სხვა.
არა. თავშესაფრის მოთხოვნისთვის აუცილებელია ჯერ გერმანიაში შემოსვლა. სხვა ქვეყნებში მდებარე საელჩოებში თავშესაფრის მოთხოვნა შეუძლებელია.
თავშესაფრის მოთხოვნა ხდება მიგრაციისა და ლტოლვილთა სამსახურში (BAMF), რომელსაც გერმანიის თითქმის ყველა დიდ ქალაქში ფილიალი აქვს. ფორმალური მოთხოვნის შეტანამდე საჭიროა პირველადი რეგისტრაცია იმ ქალაქის ლტოლვილთა მიმღებ ცენტრში, სადაც იმყოფებით. ეს არ ნიშნავს, რომ იქ დარჩებით — თავშესაფრის მაძიებლები ნაწილდებიან ქვეყნის მაშტაბით სხვა და სხვა მიწებზე. როდესაც კონკრეტულ მიწას მიგაკუთვნებენ მაშინ ხდება უშუალოდ თავშესაფრის მოთხოვნის შეტანა.
მიმღებ პუნქტების მისმართის მიღება შეგიძლიათ პოლიციაშიც. მოთხოვნა რაც შეიძლება მალე უნდა წარადგინოთ, იდეალურ შემთხვევაში ჩამოსვლისთანავე.
დარეგისტრირებისას აღირიცხება თქვენი პირადი მონაცემები, გადაიღებენ ფოტოს და აიღებენ თითის ანაბეჭდებს. შეიძლება დაგისვან კითხვები სამშობლოს, გერმანიაში მოგზაურობისა და ნათესავების შესახებ. უზრუნველყოფილი იქნება თარჯიმანი.
შემდეგ მიიღებთ მიწაზე გადანაწილების ცნობას, რომლის შეცვლაც პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ გერმანიაში უკვე გყავთ ახლო ნათესავები, ამის შესახებ აუცილებელია წინასწარ შეტყობინება, რადგან როცა გადანაწილდებით ვეღარ შეძლებთ მიწის შეცვლას. გადაწყვეტილების მოლოდინში ვალდებული ხართ დარჩეთ დანიშნულ მიწაზე; მისი დატოვება მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეიძლება.
თქვენ გადმოგეცემათ მგზავრობის ბილეთი მიმღებ დაწესებულებამდე და ვალდებული იქნებით განსაზღვრულ ვადაში იქ დარეგისტრირდეთ. შემდეგ დაგენისნებათ მოსმენა, რომელზეც უნდა მოყვეთ თქვენი პირადი ისტორია. მოწვევას მიიღებთ ფოსტით.
თუ ბერლინ-ბრანდენბურგის, დიუსელდორფის, ფრანკფურტის, ჰამბურგის ან მიუნხენის აეროპორტში განაცხადებთ თავშესაფარს, ვერ შეხვალთ ქვეყანაში. გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოთ აეროპორტში.
არასრულწლოვნებს აქვთ უფლება, მშობლებთან ერთად მოითხოვონ თავშესაფარი. არასრულწლოვნად გერმანიაში ითვლება 18 წლამდე პირი. 16 წლის ასაკიდან ახალგაზრდები ითვლებიან სამართლებრივად ქმედიდუნარიანად და მოხდება მათი დამოუკიდებლად გამოკითხვა. ისინი მშობლებთან ერთად განთავსდებიან მიმღებ დაწესებულებაში.
რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე. ვადა განსაზღვრული არ არის და წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. უნდა იქონიოთ მოთმინება. რეგულარულად შეამოწმეთ საფოსტო ყუთი, რადგან ვადები იწურება წერილის გახსნის მიუხედავად. თუ გყავთ ადვოკატი, საცხოვრებლის შეცვლის შემთხვევაში აუცილებელია მისი ინფორმირება, რომ შეძლოს თქვენთან კონტაკტი.
დუბლინის რეგულაციის მიხედვით, ლტოლვილობის საქმის განხილვაზე პასუხისმგებელია ის ქვეყანა, რომელმაც ვიზა გასცა. მაგალითად,დუბლინის რეგულაციიდან გამომდინარე. ფინეთის ვიზით გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში, შესაძლოა ფინეთში გადაგაგზავნონ,
იგივე ვრცელდება სხვა ევროკავშირის ქვეყნებზე, ისლანდიაზე, ნორვეგიასა და შვეიცარიაზე, ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ იმ ქვეყნებში უკვე შეიტანეთ თავშესაფრზე განაცხადი.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან გერმანიაში ერთადერთი პირდაპირი გზა არის უშუალო ფრენა ან გემით მგზავრობა გადაჯდომების გარეშე.
ლტოლვილობის პროცედურისთვის და მოსმენისთვის (დაკითხვა) ადვოკატი სავალდებულო არ არის, თუმცა მკაცრად რეკომენდებულია რაც შეიძლება ადრე მიმართოთ სპეციალიზირებულ ადვოკატს ლტოლვილობის დარგში. იურიდიული მხარდაჭერა დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში.
ჰონორარის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება პირველადი კონსულტაციის შემდეგ. ასეთი კონსულტაცია ჩვეულებრივ 50–100 ევრო ღირს. საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია საქმის სირთულეზე, ოჯახის წევრების რაოდენობასა და იმაზე, აპირებთ თუ არა სარჩელის შეტანას უარყოფის შემთხვევაში. მთლიანობაში, თავშესაფრის პროცესში ადვოკატის ხარჯი შეიძლება შეადგენდეს 400–700 ევროს ერთ ადამიანზე.
ზოგადად, თავშესაფრის მაძიებლებს კონკრეტული სამუშაო შეთავაზების შემთხვევაში, რამდენიმე თვეში ეძლევათ შრომით ბაზარზე წვდომა. თუმცა, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებზე (როგორიცაა საქართველო), რომლებმაც განაცხადი 31.08.2015-ის შემდეგ შეიტანეს, ვრცელდება სრული სამუშაო აკრძალვა, განაცხადის შეტანის მომენტიდან. სამწუხაროდ ეს ართულებს სხვა ბინადრობის ნებართვებზე გადასვლასაც.
ბევრ მისაღებ დაწესებულებაში პირობები შორსაა იდეალურისგან. თითქმის ყველა მიმღებ თავშესაფრებს აქვთ საერთო სველი წერტილი და აბანო თითოეულ სართულზე. შესაძლოა მოგიწიოთ ოთახის გაზიარება უცნობებთან. უნდ იცოდეთ, რომ ასეთი მიმღები თავშესაფრები შეიძლება ჭუჭყიანი და ხმაურიანი იყოს. თუმცა ეს ყოველთვის არ არის დაწესებულების ბრალი და ისინი მაქსიმალურად ცდილობს ადამიანური პირობების შექმნას.
თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ მიიღებთ საცხოვრებელს, სამედიცინო დაზღვევას და მცირე ჯიბის ფულს. ასევე უზრუნველყოფილია თბილი კვება, თეთრეული და ჰიგიენის საშუალებები ან თანხა მათ შესაძენად. ზოგიერთ მიწაზე თანხა გაიცემა სპეციალური გადახდის ბარათით, რადგან თავიდან იქნას აცილებული ფულის უცხოეთში გაგზავნა. ეს თანხა საბაზისო საჭიროებებს ფარავს. თავშესაფარში არის საერთო სამზარეულო რომელიც შეიგიძლიათ საჭიროებისამებრ გამოიყენოთ. თუ გაქვთ პირადი ქონება, უწყებას შეუძლია მისი გამოყენება პროცედურის ხარჯების დასაფარად.
ყველა ოფიციალურ პროცესში უზრუნველყოფილი იქნებით თარჯიმნით, როგორიცა ჩაბარების პროცესი, სოციალურ სამსახურებთან კომუნიკაცია და მოსმენა. ენის კურსები ფინანსდება მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მიღების შემდეგ. მანამდე არ ფინანსდება ენის კურსები. თუმცა ზოგ ქალაქში მოხალისეები სთავაზობენ უფასო ენის კურსებს.
თუ მეუღლესთან ან შვილებთან ერთად ითხოვთ თავშესაფარს, საქმე ერთობლივად განიხილება. თუ არ ხართ დაქორწინებული ან რეგისტრირებული წყვილი, მათ შორის ერთსქესიანი წყვილი, ამის შესახებ აუცილებლად განაცხადოთ გადანაწილებამდე, რათა თავიდან აიცილოთ განცალკევება.
სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებების მხრიდან შევიწროება კანონით აკრძალულია. თუმცა, ცალკეული დისკრიმინაციის შემთხვევები შეიძლება მოხდეს დაცვის პერსონალის, LSBTIQ* თემაზე არასენსიბილიზირებული თანამშრომლების ან სხვა თანამცხოვრებლების მხრიდან. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაკებს ან ადგილობრივ საკონსულტაციო ცენტრებს მიმართოთ. ქვიერფობიური ძალადობის შემთხვევები შეგიძლიათ ონლაინ დააფიქსიროთ მაგალითად Rainbow Shelter ის მეშვეობით, სადაც ასევე მოცემულია საკონსულტაციო ცენტრების სია.
ასევე შესაძლოა წარმოიშვას სხვა არა ქვიერფობიური კონფლიქტები, განსაკუთრების მსგავს თავშესაფრებში სადაც არ არასებობს პირადი სივრცე და ბევრი ადამიანი როგორც ტოლვილი შესაძლო ფსიქოლოგიური წნეხის მატარებელია. მრავალი საკონსულტაციო ცენტრები თავაზობენ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას.
უარყოფის შემთხვევაში შეგიძლიათ შეიტანოთ სარჩელი და სასწრაფო მოთხოვნა ადმინისტრაციულ სასამართლოში. აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ლტოლვილობის სამართალში სპეციალიზირებულ ადვოკატს. ვადა მითითებულია წერილობით გადაწყვეტილებაში და უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების შემთხვევაში ვადა ძალიან ხანმოკლეა (ერთი კვირა). ათვლა იწყება იმ მონენტიდან, როდესაც გადაწყვეტილება იქნება თავშესაფარში მიტანილი. თუ არ გაასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, გეკისრებათ ქვეყნის დატოვების ვალდებულება, მხოლოდ აბსოლიტურად განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია პროცესის შეცვლა. უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებში დეპორტაცია, როგორც წესი, სწრაფად ხდება, რადგან მაგ ქვეყნებთან არსებობს უკანდაბრუნების შეთანხმება. თუ უკვე შეიტანეთ თავშესაფრის განაცხადი გერმანიაში, არ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თავშესაფარი სხვა ევროკავშირის ქვეყანაში, ნორვეგიაში, ისლანდიასა თუ შვეიცარიაში.
არა. ჩვენ ვეხმარებით მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან გერმანიაში. ვუწევთ კონსულტაციას თავშესაფრისა და ბინადრობის სამართლის საკითხებზე, ვეხმარებით მოსმენის მომზადებაში და გერმანულ ბიუროკრატიაში გარკვევაში. ჩვენი სრული საკონსულტაციო შეთავაზება შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფლაიერში.
თუ კიდევ გაქვთ კითხვები, მოგვწერეთ: help@quarteera.de შევეცდდებით თქვენ კითხვებს ვუპასუხოთ.